Join nvu community in combating covid-19

ამირან გიგუაშვილი

ამირან გიგუაშვილი
ასოცირებული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით
სამართალი

ამირან გიგუაშვილს, 2000 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2020 წელს თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2011 წლიდან ეწევა პედაგოგიური საქმიანობას. ამირან გიგუაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სამართლის სპეციალიზაციით. იგი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე და სასწავლო ცენტრის ტრენერი. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის პროფესიული ტრენინგები და სერტიფიცირებული პროგრამები. წლების განმავლობაში ეკავა მნიშვნელოვანი პოზიციები საჯარო სამსახურში. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უკრაინაში. მიღებული აქვს მადლობის სიგელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამირან გიგუაშვილი არის სხვადასხვა სტატიის ავტორი სამართლის და პოლიტიკის საკითხებზე. იგი ახორციელებს აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას სამოქალაქო სექტორში. ასევე, ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.