Join nvu community in combating covid-19

პროგრამები

პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა მულტიდისციპლინარულია და სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი პროფილი ძირითადი და დამატებითი კვალიფიკაციის ფართო არჩევნის საფუძველზე. პროფილის შექმნისთვის საჭირო ელემენტები დაჯგუფებულია შემდეგნაირად: ზოგადი კომპეტენცია, უცხო ენა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები და დამატებითი კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და/ან საერთაშორისო სამართალში.

პროგრამის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, გააცნობიერონ პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების არსი. პროგრამის გავლის შედეგად სტუდენტები მზად იქნებიან მულტიკულტურულ გარემოში მუშაობისთვის, საერთაშორისო დონეზე თავის კომპეტენტურად და კონკურენტულად წარმოსაჩენად.

პროგრამის ამოცანაა, რომ კურსდამთავრებულებმა გააცნობიერონ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ტენდენციები; გაეცნონ პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიმდინარე სამეცნიერო დებატებს; შეძლონ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, შეფასება და მიმოხილვა; შეისწავლონ მიკრო და მაკროეკონომიკა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური კომუნიკაცია, სოციოლოგია, პოლიტიკური ფილოსოფია და ფსიქოლოგია, საჯარო პოლიტიკა და სხვა დაკავშირებული დისციპლინები. სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება შეისწავლონ დამატებითი უცხო ენა, რაც მათ კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის დასაქმების როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

დამატებითი კვალიფიკაციის არჩევის შემთხვევაში სტუდენტებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ბიზნესის ადმინისტრირება და შეიძინონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები ლიდერობის, მართვის, ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის, მარკეტინგის და ბიზნესკომუნიკაციის სფეროებში. ალტერნატივის სახით სტუდენტები შეძლებენ, შეისწავლონ საერთაშორისო სამართალი, რაც მათ დაეხმარება სამართლებრივ ჭრილში გაიაზრონ პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები.

 

კვალიფიკაცია

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი პოლიტიკურ მეცნიერებაში

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში

კრედიტი / ხანგრძლივობა:

240 კრედიტი / 4 წელი

სწავლის წლიური ღირებულება:

2250 ლ 

სწავლების ენა:

ინგლისური