Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

საჯარო დებატები უმაღლესი განათლების სფეროში

21 ნოე 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის პრიორიტეტია რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ურთიერთსასარგებლო ინფორმაციის გაცვლას, განათლების ხარისხის ამაღლების ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი ნდობის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მუდმივ ზრუნვას გულისხმობს.ამ მიზნით, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტი მონაწილეობს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და ფონდ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ერთობლივ პროექტში - „საჯარო დებატები უმაღლესი განათლების სფეროში“.
მეტი

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნული შეჯიბრის ფინალში

16 ნოე 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნულ შეჯიბრში ვერცხლის თასი მოიპოვეს. შეჯიბრში, რომლის მიზანია საქართველოში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის პოპულარიზაცია და სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის შესაბამისი კვლევითი, წერითი და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება, შვიდი ქართული უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართა

15 ნოე 2014
14-15 ნოემბერს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართა  (იხ. დღის წესრიგი).სემინარს უძღვებოდნენ პროფესორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ნუნუ კვანტალიანი და ალექსანდრე იოსელიანი.
მეტი

ტრენინგი ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების შესახებ

14 ნოე 2014
14 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების შესახებ ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი მოთხოვნის დათმობას, ვალდებულების გადაკისრებასა და, ზოგადად, ხელშეკრულების მხარის ჩანაცვლების პრაქტიკაში არსებული შემთხვევების ანალიზს დაეთმო. 
მეტი

სერტიფიკატების გადაცემა

13 ნოე 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობის ანგარიშისპრეზენტაცია გამართეს.
მეტი

Pages