Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

„ნიუ ვიჟენ“-უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამართლის სადოქტორო პროგრამაზე

21 იან 2015
სამართლის სადოქტორო პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლებრივი ინსტიტუტების, ღირებულებების, კანონშემოქმედებისა და სამართლებრივი ნორმების განმარტების შემდგომი სრულყოფით.
მეტი

განათლების სამართლის სემინარი

20 იან 2015
13 და 14 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში განათლების სამართლის სემინარი გაიმართებასემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:განათლების სამართლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;ხარისხის კულტურა: ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი შიდა და გარე მექანიზმები; თვითშეფასების კავშირი კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან, დარგობრივ მახასიათებლებთან და დაწესებულების შიდა სტანდარტებთან;ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საქმისწარმოება: მაძიებლად ცნობიდან - გადაწყვეტილების მიღებამდე;აკრედიტაციის საქმისწარმოების პრაქტიკის განზოგადება.
მეტი

კონკურსი ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ახალ ლოგოსა და სლოგანზე

16 იან 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ახალ ლოგოსა და სლოგანზე, რომელიც უნდა ეხმიანებოდეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის იდეას.ჰოსპიტალის მიზანია: „პიროვნების საჭიროებებსა და ეთიკურ ღირებულებებზე დამყარებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, რომელთა შემუშავება, დანერგვა და ხარისხის განვითარება ხორციელდება საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებასთან ურთიერთკავშირში.“
მეტი

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი

14 იან 2015
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი დაფუძნდა.ინკუბატორი მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რეგიონის კონკურენტული უპირატესობების იდენტიფიცირებასა და განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მეტი

ტრენინგი ხელშეკრულებების შედგენასა და იურიდიული მნიშვნელობის წერილების მომზადებაში

26 დეკემბერი 2014
26 დეკემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საქართველოს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს, რომელიც სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ხელშეკრულებების შედგენასა და იურიდიული მნიშვნელობის წერილების მომზადებას მიეძღვნა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ნინა ჟვანია უძღვებოდა.
მეტი

Pages