Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ტრენინგი მომსახურების უნარ-ჩვევებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში

9 მაი 2015
7-8 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "მომსახურების უნარ-ჩვევები, სერვის+".ტრენინგი იმ პირებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში სტუმრების მიღების საორგანიზაციო ჯგუფში არიან ჩართული.ღონისძიებაში სულ მონაწილეობა ასამდე მოხალისემ მიიღო. ტრენინგის დასასრულს მათ სერტიფიკატები გადაეცათ. 
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი Wings for Life მსოფლიო რბენაში

4 მაი 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო რბენაში Wings for Life World Run, რომელიც 3 მაისს კახეთში გაიმართა.გუნდიდან საუკეთესო შედეგები ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, სოფო ტყემალაძემ და დოქტორანტმა დავით ათაბეგაშვილმა  აჩვენეს, სტუდენტებიდან კი ყველაზე გრძელი დისტანცია ჰემანტ ჯაინმა და სანდრო გორდეზიანმა დაფარეს.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გერმანულენოვანი იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის ჩამოყალიბება დაიწყო

1 მაი 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გერმანულენოვანი იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკის ჩამოყალიბება დაიწყო. ბიბლიოთეკის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს, დოქტორ თომას ფაისტს, გამომცებლობა C.H.BE
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა

29 აპრ 2015
28 და 29 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის ოცდათხუთმეტმა იურისტმა მიიღო.სემინარზე განიხილეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მაუწყებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოსალოდნელი ცვლილებები, მომხმარებელთა (მაყურებლის/მსმენელის) უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, რეკლამის დამკვეთის, დამამზადებლისა და გამავრცელებლის პასუხისმგებლობის ფარგლები და მედიის საქმიანობის რეგულირების სხვა აქტუალური თემები. 
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე "სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში"

24 აპრ 2015
28 აპრილს, 18:00-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში - შედარებითსამართლებრივი ანალიზი“.ლექციას, გაუძღვება ნინო ბახტაძე, LL.M. Eur., სამართლის დოქტორი (კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია), საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული, ინტელექტუალური საკუთრებისა და სადაზღვევო სამართლის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილებით.
მეტი

Pages