Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ვაკანსია ოჯახის ექიმის პოზიციაზე
24 ივნისი 2020

ოჯახის ექიმი - 5 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრი (ამბულატორია), ნოდარ ბოხუას ქ. №9

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1000-დან 2500 ლარამდე (ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პაციენტისთვის მომსახურების გაწევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში: კონსულტირება, მეთვალყურეობა, რეფერალი, საკონსულტაციო ფორმების, ცნობების, მიმართვებისა და რეცეპტების გაცემა;
  • პაციენტისათვის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და დროული მიმართვის ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის გამოკვლევებზე ან/და ვიწრო სპეციალისტთან გაგზავნა;
  • პაციენტის ლაბორატორიაში, სპეციალისტთან ან ჰოსპიტალში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების შემთხვევაში, მეთვალყურეობისა და მკურნალობის უზრუნველყოფა;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
  • დაწესებულების მიერ გაწერილი სტანდარტისა და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება;
  • პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა, სამედიცინო ეთიკის, კოლეგიალობისა და სუბორდინაციის პრინციპების დაცვა;
  • დაზღვეული პაციენტებისთვის დაზღვევის პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (ზოგადი პროფილით);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • სამედიცინო სფეროში, მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება  ჩაითვლება  უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
  • სტრესის დაძლევისა და კრიტიკის მიღების უნარი;
  • კეთილსინდისიერება/სანდოობა;
  • მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
  • მზრუნველობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანსწრაფულობა;
  • ადაპტაციის უნარი

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • CV;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • ოჯახის ექიმის საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი;

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადების განხილვა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.

 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 03 ივლისი, 2020 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.