Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

თანამშრომლობა ზაარლანდის უნივერსიტეტთან Erasmus+ პროგრამის ფარგლებში
2 ნოემბერი 2020

Erasmus+ პროგრამის (Key Action 1) ფარგლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტსა (გერმანია) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას. საპარტნიორო ხელშეკრულება სამი წლის განმავლობაში (2020-2023) სამართლის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაცვლით ვიზიტებს ითვალისწინებს. მობილობის პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად ფინანსდება Erasmus+ პროგრამის მიერ.