Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

თანამშრომლობა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან
17 მარტი 2020

17 მარტს უნივერსიტეტსა და სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სიახლის დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ადამიანური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის საფუძველზე ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, მათ შორის თანამშრომლობას სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფორმატში.