Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

თანამშრომლობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
22 ნოემბერი 2014

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესიდან გამომდინარე, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ჩამოყალიბებულია შედეგებზე ორიენტირებული პარტნიორული ურთიერთობა.

უნივერსიტეტებს შორის უკვე გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ხელშეკრულება საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელების შესახებ, რაც მხარეების ძალისხმევის გაერთიანების საფუძველზე, რეგიონალურ დონეზე მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზებას, საგანმანათლებლო პროგრამების ეტაპობრივ დაახლოებას, ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ხარისხის სრულყოფის ერთობლივი მექანიზმების განვითარებას გულისხმობს.

ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობის კონცეფციიდან გამომდინარე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის წარმომადგენლები ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და ფონდ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მონაწილეობდნენ 2014 წლის 21 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ქუთაისი) უმაღლესი განათლების საკითხებზე გამართულ ღონისძიებაში.