Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სტუდენტთა ჯამური კონტინგენტის ლიმიტის ზრდა
31 ივლისი 2020

29 ივლისს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტინგენტი 5 000 ადგილით განსაზღვრა.

სტუდენტთა თავისუფალი ადგილების დამატება ახალ პროგრამებს უკავშირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკადემიურმა გუნდმა შეიმუშავა და აკრედიტაციაზე წარადგინა ორი ახალი სადოქტორო პროგრამა - განათლების მეცნიერებებში და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, ხოლო განახლებული პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა რეაკრედიტაციის პროცესშია. განხორციელდა სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საბაკალავრო პროგრამებზე სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ფარმაციის, ასევე ინჟინერიის მიმართულებით.

ამჟამად უნივერსიტეტში 3000-მდე სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან.