Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სტომატოლოგიის სკოლის პირველი დეკანის არჩევა
7 მარტი 2020

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის საბჭომ 2020 წლის 5 მარტს დეკანის თანამდებობაზე თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ხათუნა რცხილაძე აირჩია.

იგი ასევე უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელია.

ხათუნა რცხილაძე არის მრავალწლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი ექიმი,  მათ შორის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სფეროში. იგი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი და გერმანიის დიპლომატიური მისიის აკრედიტებული სტომატოლოგია.