Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა
8 სექტემბერი 2020

უნივერსიტეტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრი ჩაერთო სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში.

ეს „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის სოციალური განვითარების ხელშემწყობი ქვეპროგრამაა, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ბავშვის ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა, სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება.

ბენეფიციარების რეგისტრაცია 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო.