Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

შრომის სამართლის იმიტირებული პროცესები
23 ივნისი 2019

22–23 ივნისს, სასამართლო იმიტირებული პროცესები ჩატარდა, სადაც შერჩეულ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა შეჯიბრის პრობლემაზე დაყრდნობით წარედგინათ და დაეცვათ როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის პოზიცია. 

სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მონაწილე გუნდები შეაფასეს პრაქტიკოსი იურისტებისა და ადვოკატთა პროფესიული ექსპერტების შემადგენლობიდან შერჩეულმა მოსამართლეებმა და მსაჯებმა. სესიების დასრულების შემდგომ კი გუნდებმა მიიღეს ისეთი რჩევები, რომლებიც არ უკავშირდებოდა საქმის შინაარსს და ითვალისწინებდა ზეპირი გამოსვლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. 

იმიტირებულ პროცესებამდე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ მედიაციის ტრენინგი, სადაც ისინი შეძლებენ პრაქტიკული დავალებების მეშვეობით, უკეთ გაიაზრონ მედიაციის პროცესების სპეციფიკა და მნიშვნელობა. შრომის სამართლის იმიტირებული პროცესების დასკვნით ეტაპზე, გაიმართება მედიაციის იმიტირებული პროცესები, ხოლო მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვებენ.