Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სამომხმარებლო სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები
7 ოქტომბერი 2020

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას სამომხმარებლო სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 – მე-4 ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

შეჯიბრში მონაწილე თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის 3 ან 4 სტუდენტისგან. გუნდის წევრები არ შეიძლება იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან/და სერთიფიცირებული მედიატორები.

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: consumermoot@newvision.ge.

შეჯიბრის წესები დეტალურად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.