Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სამეცნიერო სესია COVID-19-ის შესახებ
2 აგვისტო 2020

6 აგვისტოს 17:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში გაიმართება მედიცინისა და სამართლის სკოლების, ასევე, თათია კერესელიძის სახელობის ღვინის სამართლის კვლევის ცენტრის ერთობლივი სამეცნიერო სესია.

სესიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ორი სექცია, რომელიც მოიცავს COVID-19-ის თემატიკასა და სადოქტორო პროგრამის კომპონენტების დაცვას.

სესიის მიმდინარეობისას, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტ თათია კერესელიძის სამკითხველო სივრცეში შედგება საფერავი ტვ-ის პრეზენტაცია და ღვინის დეგუსტაცია.

 

საკონტაქტო პირი: თამარ ხუჭუა

ელ. ფოსტა: tkhutchua@newvision.ge