სიახლეები

სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“
5 მარტი 2020

2020 წლის 28 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“. დებატებში მონაწილეობა მიიღეს ქეთევან მესხიშვილმა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ და ირაკლი კორძახიამ - ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ექსპერტმა.

დებატებზე დასწრება და დისკუსიაში მონაწილეობა შეეძლოთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

დებატები გახორციელდა იურიდიული ეთიკის მიმართულების პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).