Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

საჯარო დებატები უმაღლესი განათლების სფეროში
21 ნოემბერი 2014

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის პრიორიტეტია რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ურთიერთსასარგებლო ინფორმაციის გაცვლას, განათლების ხარისხის ამაღლების ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი ნდობის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მუდმივ ზრუნვას გულისხმობს.

ამ მიზნით, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტი მონაწილეობს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და ფონდ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ერთობლივ პროექტში - „საჯარო დებატები უმაღლესი განათლების სფეროში“.

პროექტის ფარგლებში, 2014 წლის 20 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ბათუმი) გაიმართა დისკუსია უმაღლესი განათლების შემდეგ საკითხებზე:

·         ხარისხის უზრუნველყოფა და კვლევები;

·         უმაღლესი განათლების დაფინანსება და ხელმისაწვდომობა.