Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა
18 თებერვალი 2015

2015 წლის 17 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის განხორციელებაში მოაზრებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

დასაქმების ბაზართან პროგრამის სწავლის შედეგების თავსებადობის განხილვისას გაანალიზდა ბაზარზე არსებული მოთხოვნა და განისაზღვრა ისეთი დამატებითი სპეციალობების შეთავაზების აუცილებლობა, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი და ბიზნესის ადმინისტრირება.

ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტს ძირითადის გარდა დამატებითი სპეციალობების არჩევის თუ მათი განათლების მიღების პროცესში შეცვლით, საკუთარი პროფილის ფორმირების თავისუფლებას ანიჭებს.