სიახლეები - პოლიტიკა და დიპლომატია

მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდთან

26 მარ 2020
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მეტი

USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის ვიზიტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

5 ნოე 2019
4 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი.
მეტი

სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტებისა და დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის

18 ოქტ 2019
ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან შუტეს პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი სოციალური მეცნიერებების დოქტორანტებისა და დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის.
მეტი

პროფესორმა კლარკ პლექსიკომ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის შესახებ პანელურ დისკუსიაში

15 ივნ 2019
სასტუმრო „ბილტმორში“ აშშ-ის შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობდა სენატორი კლარკ პლექსიკო, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 
მეტი

სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტებისა და დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის

16 აპრ 2019
ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან შუტეს პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი სოციალური მეცნიერებების დოქტორანტებისა და დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის აცხადებს ხუთთვიან სასტიპენდიო პროგრამას.
მეტი

ანდრეას უმლანდის საჯარო ლექცია „საქართველოს ექვსი მომავალი: უსაფრთხოების კონკურენტული სცენარები“

17 იან 2019
უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის, ანდრეას უმლანდის საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ექვსი მომავალი“.
მეტი

კულტურული მეხსიერება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ევროპაში

26 დეკემბერი 2018
დამტკიცდა ახალი პროექტი კულტურის კვლევების მიმართულებით - „კულტურული მეხსიერება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ევროპაში“.
მეტი

გვანცა დავითაშვილის საჯარო ლექცია - „ევროპეიზაცია ევროკავშირს მიღმა: საქართველოს შემთხვევა“

20 დეკემბერი 2018
19 დეკემბერს, გვანცა დავითაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „ევროპეიზაცია ევროკავშირს მიღმა: საქართველოს შემთხვევა“.
მეტი

სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტებისა და დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის

19 ოქტ 2018
ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან შუტეს პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი დოქტორანტებისა და დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის აცხადებს ხუთთვიან სასტიპენდიო პროგრამას.
მეტი

გამოვიდა დესკნეტის ახალი საინფორმაციო ბიულეტენი

18 ოქტ 2018
გამოქვეყნდა დესკნეტის („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“) ახალი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევები.
მეტი

საზაფხულო სკოლა იედიტეპეს უნივერსიტეტში

3 მაი 2018
დესკნეტი („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“) აცხადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში, რომელიც ტარდება 9-13 ივლისს იედიტეპეს უნივერსიტეტში.
მეტი

„ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“

14 აპრ 2018
13 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციას.
მეტი

„ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ რიგით მეორე ყოველწლიური კონფერენცია

6 აპრ 2018
12 -13 აპრილს,  „ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ ატარებს რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციას თბილისში.
მეტი

პიტერ ემერსონის შეხვედრა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან

21 დეკემბერი 2017
20 დეკემბერს, უნივერსიტეტმა უმასპინძლა გამორჩეულ სპიკერსა და კონფლიქტოლოგს პიტერ ემერსონს თემით „უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება არაზუსტია და შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს“.  
მეტი

„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის“ 86-ე საერთაშორისო სესია

16 ნოე 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის“ 86-ე საერთაშორისო სესიას. სესიებში მონაწილეობდა 40-მდე ევროპული ქვეყნის 400-მდე ახალგაზრდა წარმომადგენელი.
მეტი

გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევართა მიღება ტარტუს უნივერსიტეტის ვორქშოპისათვის

27 ოქტ 2017
დესკნეტის („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“) პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევართა მიღება ტარტუს უნივერსიტეტის ვორკშოპისათვის.
მეტი

გამოვიდა დესკნეტის ახალი საინფორმაციო ბიულეტენი

7 ივლ 2017
გამოქვეყნდა დესკნეტის („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“) ახალი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც წარმოდგენილია აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევები.
მეტი

სტატიების მიღება პოლონეთის ევროპული კვლევების ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში

20 ივნ 2017
პოლონეთის ევროპული კვლევების ასოციაცია აცხადებს სტატიების მიღებას ახალი სამეცნიერო ჟურნალისთვის, რომელიც გამოიცემა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, „დესკნეტის“ მიმდინარე პროექტის ფარგლებში.
მეტი

გამოვიდა დესკნეტის 2017 წლის პირველი საინფორმაციო ბიულეტენი

15 მაი 2017
გამოქვეყნდა დესკნეტის („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“) 2017 წლის პირველი საინფორმაციო ბიულეტენი.
მეტი

მრგვალი მაგიდა თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“

4 მაი 2017
პოლონეთის ევროპული კვლევების ასოციაცია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან ერთად უმასპინძლებს მრგვალ მაგიდას თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“.
მეტი

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება: თანამშრომლობა ინტეგრაციისათვის“

21 აპრ 2017
2017 წლის 26-27 აპრილს, სამართლის კოლის დეკანი გაგა გაბრიჩიძე უხელმძღვანელებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება“.
მეტი

მოხსენება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური კომუნიკაციის დილემის შესახებ

12 აპრ 2017
ტარტუს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ ფორუმზე - „ორად გაყოფილი კონტინენტი საერთო ენის ძიებაში“ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით მოხსენებით წარდგა ჯული გიორგაძე.
მეტი

ონლაინ სადისკუსიო ფორუმი

22 მარ 2017
დესკნეტის („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“) ფარგლებში გენტის უნივერსიტეტის (ბელგია) ინიციატივით ჩატარდება ონლაინ სადისკუსიო ფორუმი „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ თემაზე.
მეტი

გამოვიდა დესკნეტის მე-4 საინფორმაციო ბიულეტენი

1 თებ 2017
2017 წლის იანვარში, გამოქვეყნდა დესკნეტის („ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“)  მე-4 საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც წარმოდგენილია აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევები. 
მეტი

კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის პირველი ცერემონია გაიმართა

11 იან 2017
2016 წლის 24 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის 27 კურსდამთავრებულთათვის დიპლომები გადაცემის პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა ფილმის „ევროპა საქართველოში - დიუმას ნაკვალევზე" პრეზენტაცია

5 დეკემბერი 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა დოკუმენტური ფილმის „ევროპა საქართველოში - დიუმას ნაკვალევზე" პრეზენტაცია, რომელიც გადაღებულ იქნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გენტის უნივერსიტეტში მოხსენებით წარდგა

3 დეკემბერი 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ, მონაწილეობა მიიღო სემინარში - „ევრაზიული ეკონომიკური კავშირი: მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოთამაშე?“
მეტი

პროფესორ მატიას თეოდორ ფოგტის საჯარო ლექცია სომხების გენოციდზე

3 ნოე 2016
9 ნოემბერს, გერმანელი ისტორიკოსი, პროფესორი მატიას თეოდორ ფოგტი  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ბუნდესტაგის რეზოლუცია სომხების გენოციდის თაობაზე და მისი პერსპექტივა“.
მეტი

საჯარო ლექცია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

26 თებ 2016
ოთხშაბათს, 25 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ჯული გიორგაძის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: "მე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - თეთრ სახლში მოხვედრის გზები 2016 წლისათვის".
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე: "მე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი"

23 თებ 2016
ოთხშაბათს, 25 თებერვალს, 18:00, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო ლექციას, თემაზე: "მე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - თეთრ სახლში მოხვედრის გზები 2016 წლისათვის".
მეტი

DESCnet-ის ზამთრის სკოლა ევროპულ ინტეგრაციაზე

5 თებ 2016
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი, რომელიც DESCnet-ის (ჟან მონეს ქსელი კავკასიაში ევროპული კვლევების განვითარებისათვის) ქსელის წევრია, ორგანიზებას უწევს პირველ ზამთრის სკოლას. 2016 წლის ზამთრის სკოლა ეძღვნება ევროპული ინტეგრაციისა და კავკასიაში სამოქალაქო საზოადოების მომავლის თემას.
მეტი

საჯარო ლექციების სერია „დემოკრატია და საერთაშორისო უსაფრთხოება“ დასრულდა

28 დეკემბერი 2015
2015 წლის ოქტომბერში გერმანელი პროფესორის, ტორსტენ შტაინის საჯარო ლექციით გაიხსნა და დეკემბრის ბოლოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის ლექციით დასრულდა საჯარო ლექციების სერია „დემოკრატია და საერთაშორისო უსაფრთხოება“.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დავით ბაქრაძის საჯარო ლექცია ჩატარდა

23 დეკემბერი 2015
22 დეკემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს უმასპინძლა. დავით ბაქრაძემ სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის თემაზე "საქართველოს ევროპული გზა", საჯარო ლექცია ჩაატარა.
მეტი

DESCnet ქსელის პარტნიორების პირველი შეხვედრა ტარტუში

18 დეკემბერი 2015
7-8 დეკემბერს ტარტუში პროექტის - „ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“  (DESCNet) - ცხრა მონაწილე უნივერსიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, ლიტა სურმავა წარმოადგენდა.
მეტი

პროფესორ სტივ ჰილისის საჯარო ლექცია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

19 ოქტ 2015
19 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში კიდევ ერთი საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე "How Representation Defines the True American Democracy".ლექციას პროფესორი სტივ ჰილისი  უძღვებოდა, რომელიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს  ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეწვია.
მეტი

პროფესორ შტაინის საჯარო ლექცია ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე

6 ოქტ 2015
5 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ტორსტენ შტაინმა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე  - “The Common Security and Defense Policy – Europe as a global player?” - საჯარო ლექცია ჩაატარა.ლექციას ესწრებოდნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის, ასევე სამართლის სკოლის სტუდენტები და ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკით დაინტერესებული სხვა ახალგაზრდა პროფესიონალები.დოქტორი ტორსტენ შტაინი ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორია. იგი იყო ევროპის ინსტიტუტის დირექტორი 1991-2012 წლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ასოციაციის (ILA) საერთაშორისო კომიტეტის მმართველი დირექტორი.
მეტი

პოლიტიკის საზაფხულო კურსის შემაჯამებელი პრეზენტაციები

8 ივლ 2015
7 ივლისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის საერთაშორისო სკოლის მიერ ორგანიზებული პოლიტიკის საზაფხულო კურსის - "გზა პოლიტიკისაკენ: ლობირება და გადაწყვეტილების მიღება" - მონაწილეთა შემაჯამებელი პრეზენტაციების მოსმენა გაიმართა.სტუდენტებმა პრეზენტაციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე მოამზადეს: „წარმატებული საარჩევნო კამპანიის წარმართვა“, „ინტერესჯგუფების როლი დემოკრატიულ სისტემაში“,  „ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები“ და სხვა.კურსის დასასრულს, წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 
მეტი

მემორანდუმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან

24 ივნ 2015
24 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ მოაწერეს.მათ ასევე მიმართეს უნივერსიტეტის სტუდენტებს და ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესისა და გამოწვევებისა და ინტეგრაციის პროცესში სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების როლის შესახებ.თანამშრომლობა მიზნად ისახავს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, ევროინტეგრაციის საკითხების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, გაიარონ კვლევითი პრაქტიკა და გაიღრმავონ ცოდნა შესაბამისი მიმართულებით.
მეტი

დაიწყო საზაფხულო კურსი: გზა პოლიტიკისაკენ - ლობირება და გადაწყვეტილების მიღება

17 ივნ 2015
16 ივნისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობით, დაიწყო ღია საზაფხულო კურსი - "გზა პოლიტიკისაკენ: ლობირება და გადაწყვეტილების მიღება".კურსი განკუთვნილია პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის, რომელთაც სურთ გაიგონ, როგორ ყალიბდება პოლიტიკოსი, როგორია მათი გამოცდილება, ვინც იკვლევს და ქმნის ევროპულ პოლიტიკას და სხვა.საზაფხულო კურსს, რომელშიც ორმოცამდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი იღებს მონაწილეობას, უძღვებიან აღიარებული ქართველი და მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ევროპის პარლამენტიდან და საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმებიდან. 
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის საერთაშორისო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება

12 ივნ 2015
დღეს, 12 ივნისს, ბრიუსელში, დიპლომატიისა და პროტოკოლის საერთაშორისო სკოლასა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.საზეიმო ღონისძიებას ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობა უმასპინძლებს, სადაც მემორანდუმს ხელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, დავით კერესელიძე და დიპლომატიისა და პოლიტიკის საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი, ინეს პირესი მოაწერენ. ღონისძიებას დაესწრებიან ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის და აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლები (Wall Street Journal, Europlitics).მემორანდუმის მიზანია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლასა და ბრიუსელის სკოლას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობისა და პრაქტიკული უნარების დახვეწის ხელშეწყობა.თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ღია საზაფხულო კურსი 15 ივნისს დაიწყება, თემაზე "გზა პოლიტიკისაკენ: ლობირება და გადაწყვეტილების მიღება", რომელშიც მონაწილეობას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა პოლიტიკით დაინტერესებული სხვა ახალგაზრდებიც მიიღებენ.ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერსებულ ახალგაზრდებს ინოვაციური სასწავლო პროგრამები შესთავაზოს.
მეტი

საზაფხულო კურსი: გზა პოლიტიკისაკენ - ლობირება და გადაწყვეტილების მიღება

1 ივნ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს დაინტერესებული პირების მიღებას ღია საზაფხულო კურსზე:გზა პოლიტიკისაკენ - ლობირება და გადაწყვეტილების მიღება.ვისთვის არის კურსი?თუ თქვენ გაინტერესებთ პოლიტიკა და დიპლომატია და გსურთ გაიგოთ, როგორ ყალიბდება პოლიტიკოსი, თუ გსურთ გაიზიაროთ მათი გამოცდილება, ვინც იკვლევს და ქმნის ევროპულ პოლიტიკას, შეუერთდით საზაფხულო კურსს, რომელიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დიპლომატიისა და პოლიტიკის სკოლისა და ბრიუსელის პროტოკოლისა და დიპლომატიის საერთაშორისო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, 2015 წ ივნისში ჩატარდება. სრული ინფორმაცია საზაფხულო კურსის შესახებ ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.საზაფხულო კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:ფსიქოლოგია დიპლომატიასა და ბიზნესშისაარჩევნო კამპანიის წარმართვალობირება და ადვოკატირება - ახალი რეალობაევროპული და ქართული პოლიტიკური პარტიებიევროპის კავშირი: ტრანსპორმაციის დინამიკა *დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი (ინგლისურ ენაზე)ტრენერებიკურსს გაუძღვებიან ქართველი და მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ევროპის პარლამენტიდან, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმებიდან, რომლებიც მუდმივად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან თუ ბიზნეს კორპორაციებთან. სერტიფიკატისერტიფიკატის მისაღებად, კურსის დასასრულს, მონაწილეები განახორციელებენ კვლევას მათ მიერ შერჩეულ საკითხზე და კვლევის შედეგების პრეზენტაციას. კვლევის პროცესს ხელმძღვანელობას გაუწევენ ექსპერტები. საჭიროების შემთხვევაში მოხდება სტუდენტების მხარდაჭერა უახლესი ლიტერატურით თუ საბიბლიოთეკო წყაროებით, ბრიუსელში არსებული პარტნიორი ინსტიტუციების მხრიდან.რეგისტრაცია და შერჩევამონაწილეები შეირჩევიან ონლაინ-აპლიკაციის საფუძველზე.რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2015 წ. 12 ივნისი.მონაწილეობის საფასური: 240 ლ.დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:ეკა ონიანიeoniani@newvision.ge599 373 373
მეტი

ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორის, დელვინ ჰარნიშის ვიზიტი და საჯარო ლექცია

23 მარ 2015
27 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ნებრასკას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, დელვინ ჰარნიში ეწვია და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - „ლიდერობა და სტუდენტის როლი საზოგადოების განვითარებაში“.პროფესორი ჰარნიში ასევე შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს. მათ შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და შეხვედრის დასასრულს სამახსოვრო ფოტოები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნაჩუქარი დროშის ფონზე გადაიღეს.
მეტი

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა

18 თებ 2015
2015 წლის 17 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის განხორციელებაში მოაზრებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.დასაქმების ბაზართან პროგრამის სწავლის შედეგების თავსებადობის განხილვისას გაანალიზდა ბაზარზე არსებული მოთხოვნა და განისაზღვრა ისეთი დამატებითი სპეციალობების შეთავაზების აუცილებლობა, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი და ბიზნესის ადმინისტრირება.ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტს ძირითადის გარდა დამატებითი სპეციალობების არჩევის თუ მათი განათლების მიღების პროცესში შეცვლით, საკუთარი პროფილის ფორმირების თავისუფლებას ანიჭებს.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა დაფუძნდა

17 თებ 2015
2015 წლის 17 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა დაფუძნდა.უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას უზრუნველყოფს.აბიტურიენტებისათვის პროგრამაზე მიღება 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტები სოციალურ რეკლამაში - კოალიცია თანასწორობისათვის

17 თებ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სოციალურ რეკლამაში - კოალიცია თანასწორობისათვის.„კოალიცია თანასწორობისათვის“ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და მისი  მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჟან მონეს პროგრამის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

8 დეკემბერი 2014
8 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ჟან მონეს პროგრამის შესახებ ტრენინგს უმასპინძლა.ტრენინგს Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი, ლიკა ღლონტი უძღვებოდა.ჟან მონეს პროგრამა Erasmus+ ფარგლებში ხორციელდება და კვლევებისა და სწავლების განვითარებით ხელს უწყობს ევროკავშირის კვლევების მიმართულების გაუმჯობესებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 
მეტი

Network Europe-ს მე-6 კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთთან პარტნიორობა – ევროინტეგრაციის პროცესის თანამედროვე მიღწევები და პერსპექტივები“

8 ივლ 2014
Network Europe-ს მე-6 კონფერენცია„აღმოსავლეთთან პარტნიორობა – ევროინტეგრაციის პროცესის თანამედროვე მიღწევები და პერსპექტივები“.2014 წლის 13-16 ივლისი თბილისი, საქართველო2014 წლის 13-16 ივლისს თბილისში გაიმართება Network Europe-ს მე-6 კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთთან პარტნიორობა – ევროინტეგრაციის პროცესის თანამედროვე მიღწევები და პერსპექტივები“.  Network Europe არის პლატფორმა დასავლეთი, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისათვის, რომლებიც იკვლევენ ევროინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ასპექტს. ქსელის წევრები არიან ევროპული კავშირის დამფუძნებელი წევრი სახელმწიფოების, ახალი წევრი სახელმწიფოებისა და ევროპულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მქონე და არმქონე ქვეყნების დაწესებულებები. „ნიუ ვიჟენ“– უნივერსიტეტი ამ ქსელის ერთ-ერთი მონაწილე ინსტიტუციაა. ქსელი მის წევრებს უზრუნველყოფს ფორუმით ევროინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ასპექტის განსახილველად. კონფერნეციის პროგრამა (14-16 ივლისი) 
მეტი