Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
28 თებერვალი 2015

27 და 28 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო.

გამოფენა ყოველწლიურად საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში იმართება ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ სტუმრებს უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის, დიპლომატიისა და პოლიტიკის ახალ პროგრამაზე, რომელიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2015 წლის შემოდგომიდან განხორციელდება.