სიახლეები

მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“
5 მარტი 2020

2020 წლის 18 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“. დისკუსია შეეხო მოსამართლის და ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს, მათზე დაკისრებული პროფესიული ვალდებულებების გამო. განხილული იყო მოსამართლის ან ადვოკატის მხრიდან საჯაროდ, მათ შორის, ტელევიზიის ან სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსაზრებების გავრცელება მართლმსაჯულებისადმი ნდობის შენარჩუნების, კოლეგიალობის, პროცესის მონაწილეთა პატივისცემის, დამცირების ან დისკრიმინაციის დაუშვებლობის და სხვა ეთიკური ვალდებულებების ჭრილში, მოსამართლის და ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილი, იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი - სოფიო ჩაჩავა, ექსპერტი ირაკლი კორძახია გაუძღვნენ.

ღონისძიება გაიმართა უზენაეს სასამართლოში და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული ეთიკის კურსს უძღვებიან.

მრგვალი მაგიდა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).