Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

მემორანდუმი ლატვიის უნივერსიტეტთან
14 სექტემბერი 2020

8 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ლატვიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს და სასწავლო პროცესში ჩართულ პერსონალს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში პოლიტიკის მეცნიერების და მედიცინის დარგში. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტების შორის პერსონალის მობილობას ერთობლივი კვლევების განხორციელების მიზნით.

 ლატვიის უნივერსიტეტი პირველ ადგილს იკავებს ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შორის ”Times Higher Education” - ის შედეგების ბოლო გამოცემის მიხედვით, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების შორის აღნიშნული უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა.