Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

მემორანდუმი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან
22 მარტი 2020

20 მარტს უნივერსიტეტსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების მიერ ერთობლივი აქტივობების განხორციელებას და რესურსების კონსოლიდაციას როგორც კვლევითი პროექტების, ისე საგანმანათლებლო ღონისძიებების განსახორციელებლად. უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ეძლევათ პარტნიორი დაწესებულების რესურსებით, მათ შორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალება. თავის მხრივ უნივერსიტეტის პროფესორები ჩაერთვებიან ცენტრისთვის საჭირო საკითხებზე კონსულტაციებში, ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამეცნიერო პუბლიკაციების პოპულარიზაციაში.