Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

მედიცინის სკოლის ახალი დეკანის არჩევა
21 მარტი 2020

19 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საბჭომ დეკანის პოზიციაზე უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი მირზა ხინიკაძე აირჩია.

მირზა ხინიკაძე საქართველოში ინტერვენციული ნეირორადიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი დარგის აღიარებული საერთაშორისო ექსპერტია. იგი ნეიროქირურგთა და ასევე ნეიროინტერვენციონისტთა ევროპისა და მსოფლიოს ასოციაციების წევრია. იგი არის ოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

უნივერსიტეტის მართვის მოდელის შესაბამისად, მედიცინის სკოლის დეკანი ამავდროულად იკავებს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობასაც.