Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

კვლევითი პროექტების კონკურსი SARS-CoV-2/COVID-19-ის პანდემიით განპირობებული გამოწვევების საპასუხოდ
25 აპრილი 2020

უნივერსიტეტი აცხადებს საგრანტო კონკურსს SARS-CoV-2/COVID-19-ის პანდემიით განპირობებული გამოწვევების საპასუხოდ საზოგადოებრივად სასარგებლო სამეცნიერო კვლევების ხელშესაწყობად.

კვლევის მიზანი უნდა იყოს ვირუსის გავრცელების თავისებურებების (ეპიდემიოლოგიის), ლაბორატორიული ასპექტების, ცალკეულ ჯგუფებში დაავადების მიმდინარეობის, მისი მართვის, ასევე მკურნალობის სხვადასხვა ტაქტიკის ეფექტიანობაზე დაკვირვებით მიღებული შედეგების ანალიზი და ინფორმაციის კონსოლიდირების ხელშეწყობა.

პროექტის წარდგენისა და დაფინანსების პირობები:

  1. კვლევითი პროექტის წარმდგენი (ხელმძღვანელი ან თანაგანმახორცილებელი) უნდა იყოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
  2. უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ან უცხოელი მეცნიერების, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობა;
  3. უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება/თანადაფინანსება სასურველია არ აღემატებოდეს 175 000 ლარს.

განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება არ მოითხოვება. მიზანშეწონილია მითითებული იყოს კვლევის მიზანი, გამოსაყენებელი მეთოდები და სავარაუდო შედეგები, ასევე კვლევის ბიუჯეტი უნივერსიტეტიდან მოთხოვნილი და სხვა წყაროებიდან მოზიდული/მოსაზიდი სახსრების მითითებით.

 

კვლევის პროცესში მოპოვებული უფლება და უნივერსიტეტის სახსრებით შეძენილი ქონება იქნება უნივერსიტეტის საკუთრება როგორც პროექტის მსვლელობის, ისე მისი დასრულების შემდეგ.

პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 მაისი

განაცხადის წარდგენა ხდება ელ-ფოსტაზე: rc@newvision.ge