Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

კონკურსი ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხელმძღვანელი თანამდებობების დასაკავებლად
6 მარტი 2020

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:

1. შინაგანი მედიცინის კომიტეტის ხელმძღვანელი;

2. ქირურგიის კომიტეტის ხელმძღვანელი;

3. მარტინ დ.აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, განაცხადის წარმოდგენა შეუძლია პირს თუ მას: 

- უკავია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა შესაბამისი მიმართულებით ან  მონაწილეობს პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე 2020 წლის 26 თებერვალს გამოცხადებულ აკადემიურ კონკურსში;

- აქვს საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;

- აქვს კლინიკურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ხელმძღვანელ თანამდებობაზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ, 2 წლის ვადით. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე წერილობითი თანხმობის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 მარტი.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად, მისამართზე: application@newvision.ge