Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
23 თებერვალი 2015

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1) პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით: 3 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი;

2) ეკონომიკის მიმართულებით: 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;

3) მენეჯმენტის მიმართულებით: 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;

4) ფინანსების მიმართულებით: 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი;

5) მათემატიკის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

6) ისტორიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;

7) ფსიქოლოგიის მიმართულებით: 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი.

აკადემიური თანამდებობის დაკავების ძირითადი (კანონმდებლობით დადგენილი) და დამატებითი (საუნივერსიტეტო) წინაპირობები მოწესრიგებულია „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულებით. (იხ.: დებულება)

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ.: სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა); ასევე, ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, ან ელექტრონულად: application@newvision.ge-ზე.

შედეგები გამოცხადდება ამავე წლის 8 აპრილამდე.

საკონტაქტო პირი:

ელენე მამუკელაშვილი

ტელ.: 599 27 33 27

ელ.ფოსტა: info@NewVision.ge