Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს აღიარება
11 იანვარი 2020

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაასრულა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შეფასება და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. აღიარება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს დარეგისტრირდნენ ადგილობრივ სალიცენზიო გამოცდებზე, რომელიც ისრაელში სამედიცინო პრაქტიკის უფლების მოპოვების წინაპირობაა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია, მედიცინის სკოლის შეფასების მიზნით, უნივერსიტეტს 2019 წლის დეკემბერში ესტუმრა.

აღიარების პროცესის დაწყება აუცილებელი გახდა 2019 წელს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებების კურსდამთავრებულების კვალიფიკაციების აღიარების პოლიტიკის გაამკაცრების გამო.