Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ღია კარის დღე
13 ივნისი 2019

13 ივნისს, უნივერსიტეტში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებს უნივერსიტეტის სკოლების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა უმასპინძლეს.

აბიტურიენტებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ცენტრები, მათ შორის კლინიკური უნარების ლაბორატორია და ტრენინგცენტრი, ასევე მონაწილეობა მიიღეს სახალისო სიმულაციურ ინტელექტუალურ თამაშში.

იდეების კონკურსში გამარჯვებულ აბიტურიენტებს გადაეცათ უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატები.