Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

გაიმართა იურიდიული ეთიკის მესამე კონფერენცია
5 ოქტომბერი 2020

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, 2020 წლის 29-30 სექტემბერს, ორგანიზება გაუწია რიგით მესამე ყოველწლიურ კონფერენციას იურიდიულ ეთიკაში. Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ წარიმართა.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს იურიდიული ეთიკის სფეროში უახლეს გამოწვევებსა და პრობლემატიკაზე, მათ შორის: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანსა და დისციპლინური სახდელის პროპორციულობაზე; მტკიცების ტვირთზე დისციპლინურ წარმოებაში; ინტერესთა კონფლიქტსა და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობაზე; მოსამართლის მხრიდან სოციალური მედიის გამოყენებაზე; მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და აშშ-ს მაგალითზე; პროკურორების გამოხატვის თავისუფლებაზე მედიაში და ინტერესთა კონფლიქტზე მედიაციაში.

ღონისძიება გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).