Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

გაცვლითი პროგრამა ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
4 მაისი 2020

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის (კერძოდ: მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებისთვის) გამოცხადდა კონკურსი ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ბრანდერბურგი, გერმანია) გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

წარმატებული კონკურსანტები მიიღებენ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით (ერთჯერადად).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 10 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ir@newvision.ge) თავიანთი რეზუმე (CV), სამოტივაციო წერილი, ნიშნების ფურცელი (განვლილი სემესტრის/სემესტრების) ინგლისურ ენაზე.