Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ეფექტური კომუნიკაციის ლექციათა კურსი
16 თებერვალი 2015

2015 წლის 14 მარტს, 12 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში იწყება დებატების კლუბის ფორმატით გათვალისწინებული „ეფექტური კომუნიკაციის“ ლექციათა კურსი.

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ეფექტური კომუნიკაციისათვის აუცილებელი ძირითადი პრინციპები, განუვითაროს მათ აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბებისა და მკაფიო გზავნილის ფორმირების უნარი, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით. მსმენელები შეისწავლიან როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ გადმოცემის უნარს, აუდიტორიაში დადებითი და უარყოფითი ემოციების გამოწვევის ტექნიკას, რაც  კომუნიკაციაში მსმენელთა აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ეფექტური კომუნიკაციის კურსის დასკვნითი ნაწილია დებატები, რომლის მიზანი ოპონენტთან კონსენსუსის მიღწევა ან მისი დამარცხებაა.

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს:

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 2015