Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

COVID-19-ის საპასუხოდ წამოწყებული სოციალური კამპანიის პირველი მონაწილეები
27 აპრილი 2020

21 აპრილს, ააიპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა სოციალური კამპანია წამოიწყო COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული საზოგადოების დახმარების მიზნით.

სოციალურ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს სამედიცინო აღჭურვილობის მომწოდებელმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა. შპს ინტერმედსერვის ჯორჯია, შპს პრაიმი და შპს გლობალფარმი პირველები არიან, რომლებმაც სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცეს ააიპ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს.

შეგახსენებთ, რომ ჰოსპიტალი 10 აპრილიდან COVID-19-თან ბრძოლის პროგრამაშია ჩართული.

ქველმოქმედების მსურველ კომპანიებსა და ინდივიდებს დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ კამპანიის ვებ-გვერდზე - stopcov@newvision.ge

შემოუერთდით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სოციალურ კამპანიას COVID-19-თან ბრძოლაში!