Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

აკადემიურ თანამდებობებზე მიმდინარე კონკურსის ვადები გაგრძელდა
20 ივლისი 2020

აკადემიურ თანამდებობებზე მიმდინარე კონკურსის ვადები გაგრძელდა ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობებზე.

საბუთების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 31 აგვისტო.

შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრებები ჩატარდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსით საბუთების მიღება მიმდინარეობს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1. ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტი;

2. განათლების მეცნიერებების მიმართულებით: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი;

3. ინჟინერიის მიმართულებით: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი;

4. პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი;

5. საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებების და მედიცინის (ფუნდამენტური, კლინიკური და სხვა ჯანმრთელობის მეცნიერებები) მიმართულებით: 5 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ-პროფესორი, 5 ასისტენტი;

6. სამართლის მიმართულებით (კერძო, საჯარო ან სისხლის სამართალი): 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტი;

7. სტომატოლოგიის მიმართულებით: 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი;

8. ფარმაციის მიმართულებით: 3 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი.

 

რაც შეეხება ზემოაღნიშნული მიმართულებებით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 24 ივლისი, ხოლო გასაუბრებები ჩატარდება და კონკურსის შედეგები დამტკიცდება 2020 წლის 31 ივლისამდე.

 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლები;
  • შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა);
  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
  • ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

 

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით. ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.

კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:

ა) აკადემიური ხარისხი: პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;

ბ) სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე - ქ. თბილისი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ეკო კამპუსი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11, ან ელექტრონულად, მისამართზე: application@newvision.ge.