Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული პროცესები
14 ოქტომბერი 2020

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 გუნდს, აქედან 8 გუნდი შეირჩევა თბილისიდან, ხოლო 2 გუნდი - რეგიონებიდან. გუნდის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

შერჩეული გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. იმიტირებული პროცესები ჩატარდება 2 ეტაპად: პირველი იმიტირებული პროცესის შემდეგი ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი. ფინალში გადასული გუნდების სპეციალური ნომინაციებისა და ჯილდოების შესახებ ცნობილი გახდება უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას, ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ.

იმიტირებული პროცესები Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legalethicschair@newvision.ge

შეჯიბრის წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე.

იმიტირებული პროცესები იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).