Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები
23 ივლისი 2020

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2020 წლის 31 ივლისიდან - 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/

სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში.

 

დოკუმენტების მიღება:

25 აგვისტოდან 07 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდა უცხო ენაში (საჭიროების შემთხვევაში):

07 სექტემბერი

გამოცდა სპეციალობაში და გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში):

 

08 სექტემბერი - გამოცდა სპეციალობაში;

09 სექტემბერი - სპეციალობის გამოცდის შედეგების გაცნობა;

10 სექტემბერი - სპეციალობის გამოცდის შედეგების აპელაცია;

14 სექტემბერი - აპელაციის შედეგების გაცნობა.

 

კრედიტების აღიარების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროცესის მიმდინარეობის 

პარალელურად.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი;
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ენის მინიმუმ „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეობებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე).