Join nvu community in combating covid-19

სტუდენტური სერვისების კოორდინატორი - 4 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტი

თანამდებობრივი სარგო: 625 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია/მოვალეობები:

  • სტუდენტებისათვის კონსულტირების გაწევა და ინფორმაციის მიწოდება რეგისტრაციასთან, სწავლის პროცესთან, გამოცდებთან, საგნების არჩევასთან დაკავშირებით;
  • ლექტორებისათვის დახმარების გაწევა აუდიტორიაში სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ცნობების გაცემა სტუდენტებისა და ლექტორებისთვის;
  • სტუდენტებისა და ლექტორების ინფორმირება საუნივერსიტეტო რეგულაციების, წესებისა და პოლიტიკის შესახებ;
  • საჭიროებისამებრ, სტუდენტებისათვის შეხვედრების ორგანიზება სკოლის წარმომადგენლებთან;
  • სტუდენტური ბარათების გაცემა;
  • სტუდენტების დახმარება სწავლის გადასახადთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში;
  • კორესპონდენციის ელექტრონული აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენის, უპირატესად ინგლისური ენის ფლობა (B2-ის დონეზე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კარგი მოსმენის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანობა;
  • პუნქტუალობა.