Join nvu community in combating covid-19

საერთაშორისო/გაცვლითი პროექტების კოორდინატორი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1250 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
  • არსებული თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობის ორგანიზება;
  • ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (ERASMUS+) და სხვა პროექტების ადმინისტრირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება;
  • საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება;
  • წერითი და/ან ზეპირი თარგმანების შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ზეპირი და წერილობითი);
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობისა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.