Join nvu community in combating covid-19

პერსონალის განვითარების დეპარტამენტის უფროსი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: პერსონალის განვითარების დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1875 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის პერსონალის მართვისა და განვითარების სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელება;
  • პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
  • კორპორატიული კულტურის დამკვიდრების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
  • პერსონალის მოტივაციისა და წახალისების მექანიზმების შემუშავება/დანერგვა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება;
  • პოზიციების მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დასაქმების მიზნით მოძიებისა და შერჩევის ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება;
  • ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მონაცემთა ანალიზი და პრაქტიკაში დანერგვა;
  • სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ადამიანური რესურსების საჭიროებების შეფასება;
  • პერსონალის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და შეფასების სისტემის დანერგვა;
  • კონკურსების გამოცხადების, გასაუბრების/ტესტირების ორგანიზება;
  • თანამშრომელთა სამუშაო გარემოში ინტეგრირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • პერსონალის საინფორმაციო ბაზის მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესში შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა პრაქტიკული უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა კონსულტირება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
  • დეპარტამენტში დაგეგმილი პროექტების შესრულების სტრატეგიის შემუშავება და ფუნქციების განაწილება დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის;
  • კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება გუნდების შეკვრის, საინფორმაციო, განტვირთის მიზნით;
  • პერსონალის პროფესიული განვითარებისა და მათი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელი პირებისათვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 2 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში (არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე);
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობისა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.