Join nvu community in combating covid-19

პერსონალის განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი - 2 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: პერსონალის განვითარების დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1250 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პერსონალის შრომითი კონტრაქტების მომზადება;
  • პერსონალის შესახებ ინფორმაციის ასახვა პერსონალის მონაცემთა ბაზაში;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • კონკურსების გამოცხადება, გასაუბრება/ტესტირების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • პერსონალის საქმიანობის შეფასების შედეგების შეგროვება და დამუშავება;
  • პერსონალის შვებულებისა და მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება;
  • თანამშრომელთა სამუშაო გარემოში ინტეგრირების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესში შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა პრაქტიკული უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა კონსულტირება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობისა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ოპერატიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გაწონასწორებული ქცევა.