Join nvu community in combating covid-19

კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: კომუნიკაციების დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა;
  • მედიასთან ურთიერთობა;
  • სოციალური მედია საშუალებების მართვა;
  • უნივერსიტეტის ვებგვერდის მართვა;
  • იმიჯის განმტკიცებისა და საუნივერსიტეტო პროდუქტებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის მარკეტინგული კონცეფციების შემუშავება და განხორციელება;
  • სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის განკუთვნილი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • უნივერსიტეტის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სახის მასალების მომზადება;
  • უნივერსიტეტის და მის წარმომადგენელთა საქმიანობის საინფორმაციო მხარდაჭერა;
  • მედია-მონიტორინგი და სფეროსთან დაკავშირებული სიახლეების კონტროლი/ინფორმაციის დამუშავება;
  • ინფორმაციის გავრცელებისათვის საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
  • სტუდენტებისა და პერსონალისთვის განკუთვნილი ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება მათ შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით;
  • დეპარტამენტში დაგეგმილი პროექტების შესრულების სტრატეგიის შემუშავება და ფუნქციების განაწილება დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • მედიაში ან მედიასთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა: სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია მეორე უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა).

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;
  • სტრესულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გაწონასწორებული ქცევა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.