Join nvu community in combating covid-19

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - 1 ვაკანსია

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეკო-კამპუსი, ნოდარ ბოხუას 11

განყოფილება: იურიდიული დეპარტამენტი

მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 2250 ლარი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს გამოცხადებულზე ნაკლები ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • იურიდიული დეპარტამენტის ორგანიზაციული მართვა;
  • სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • სამართლებრივი რისკების პრევენცია;
  • ადმინისტრაციული აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების (განცხადებები, წერილები და ა.შ.) ექსპერტიზა/ვიზირება;
  • მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი იურიდიული პირების მენეჯმენტის ინფორმირება;
  • შიდა იურიდიული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობა/დასკვნების მომზადება;
  • პერსონალისა და სტუდენტების კონსულტირება უფლებამოსილების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი სამართალში;
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (მეორე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.