
რეგისტრაცია შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაფუძნებული პრაქტიკული უნარების ცენტრი, აცხადებს გუნდების რეგისტრაციას შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისსა და სხვა რეგიონებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები და/ან სერთიფიცირებული მედიატორები. გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისგან/სტუდენტისგან.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით (24:00) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
იმიტირებული პროცესების წესებისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია დეტალურად იხილეთ თანდართულ ფაილში.
გაცნობებთ, რომ სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები გაიმართება 2024 წლის 3 და 4 თებერვალს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.