თამარ ჩოკორაია

თამარ ჩოკორაია
ასოცირებული პროფესორი კულტურის კვლევების მიმართულებით
პოლიტიკა და დიპლომატია

თამარ ჩოკორაიას 2013 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამავე წელს მან მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი, რომელიც გასცა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (პროექტი:„კოლექტიური მეხსიერების ფორმირების პროცესი ქართულ ისტორიულ პროზაში“). 2015 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ხოლო 2016 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2011 წლიდან დღემდე იგი ასევე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი.