ზურაბ ცეცხლაძე

ზურაბ ცეცხლაძე
ასოცირებული პროფესორი მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის მიმართულებით
მედიცინა

ზურაბ ცეცხლაძეს 2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოლოგიის ფიზიკის ინსტიტუტის მიერ მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2007-2013 წლებში გაიარა მოლეკულური ბიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის პოსტსადოქტორო კურსი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ). 2006-2007 წლებში ზურაბ ცეცხლაძე იყო მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ფუნდამენტური გენომიკის განყოფილების მეცნიერ-მკვლევარი. 2014-2015 წლებში იგი იყო აკვაკულტურული ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი. ის არის ათამდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი და მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციისა და ტრენინგის მონაწილე. 2012 წელს იყო Charles J. Epstein Trainee-ს ფინალისტი პროექტში - Excellence in Human Genetics Research. 2010 წლიდან არის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (American Society for Biochemistry and Molecular Biology), ხოლო 2012 წლიდან ადამიანის გენეტიკის ამერიკული საზოგადოების (American Society of Human Genetics) წევრი.