ზაზა ციციშვილი

ზაზა ციციშვილი
ასოცირებული პროფესორი ონკოგინეკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ზაზა ციციშვილს მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი 2003 წელს. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგკურსი. 2013 წლიდან დღემდე ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ონკოგინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ზაზა ციციშვილი იყო კლინიკა „Diako“-ს გინეკოლოგიური დეპარტამენტის (ბრემენი, გერმანია) (2004 წ), მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (პრაღა, ჩეხეთი) და ასევე კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგი. იგი ოცდაათამდე საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილეა. ზაზა ციციშვილი საქართველოს ონკოლოგ-გინეკოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელია, ხოლო 2008 წლიდან - ვიცეპრეზიდენტი. 2010 წლიდან დღემდე კი უკავია საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა.