ხათუნა საგანელიძე

ხათუნა საგანელიძე
პროფესორი სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით
მედიცინა

ხათუნა საგანელიძეს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ (2006 წ). 1997-2002 წლებში იგი მუშაობდა თბილისის პირველ კლინიკურ ჰოსპიტალში ექიმ-კარდიოლოგად, ხოლო 2011-2012 წლებში ექიმ-რეაბილიტოლოგად ფალკენბურგის რეაბილიტაციის კლინიკაში (ბადენ-ბადენი, გერმანია). 2007-2011 წლებში ის იყო დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თბილისის სამედიცინო აკადემიაში. 2012-2016 წწ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2008 წლიდან ხათუნა საგანელიძე არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით. 2014 წლიდან  სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მედიცინის პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. 2016 წლიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, დეკანი და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი. ასევე არის არასრული ოსტეოგენეზით დაავადებულთა დახმარების ორგანიზაციის დამფუძნებელი და საბჭოს თავმჯდომარე (2005 წ.); 2015 წლიდან დღემდე  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორი,   საქართველოს ჰიპერთერაპიის ასოციაციის დამფუძნებელი და საბჭოს თავმჯდომარე (2015 წ.). ორმოცზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგისა და კონფერენციის მონაწილეა.  ორი წიგნისა და ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.