ხათუნა ფარქოსაძე

ხათუნა ფარქოსაძე
ასოცირებული პროფესორი მხედველობის ფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ხათუნა ფარქოსაძეს მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 2004-2006 წლებში მან ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურა მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. 2011 წლიდან დღემდე კი არის ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. 2011-2015 წლებში ის იყო რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის ვიზიტორი მეცნიერი: შლესვიგ-ჰოლშტაინის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ფსიქოლოგიისა და სამედიცინო სოციოლოგიის ინსტიტუტში (კილის უნივერსიტეტი, გერმანია, 2015 წ), აღქმის ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში (პარიზის დეკარტეს უნივერსიტეტი, საფრანგეთი, 2013 წ). იგი არის ათზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.