ვლადიმერ ლუარსაბიშვილი

ვლადიმერ ლუარსაბიშვილი
პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
პოლიტიკა და დიპლომატია

ვლადიმერ ლუარსაბიშვილს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის მიერ (2016 წელს). 1998 წელს მან დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის უცხოური ენების განყოფილება იაპონური ენის სპეციალობით. 2016 წლიდან ის არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის IV განყოფილების უფროსი, 2013-2016 წლებში  იყო II განყოფილების უფროსის მოადგილე. იგი ორი წიგნისა და ოცზე მეტი სტატიის ავტორია, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციისა და სამეცნიერო პროექტის მონაწილეა.