უჩა ძიმისტარიშვილი

უჩა ძიმისტარიშვილი
ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

უჩა ძიმისტარიშვილს მიენიჭა სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამჟამად ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. ის არის შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კონტინენტალ სითი კრედიტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2010-2012 წწ. იგი მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (სტრატეგიული განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი – მთავარი სპეციალისტი; სტრატეგიული განვითარებისა და მართვის დეპარტამენტი, იურიდიული სამმართველო – სამმართველოს უფროსი; სტრატეგიული განვითარებისა და მართვის დეპარტამენტი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; იურიდიული დეპარტამენტი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე); 2009-2010 წწ. მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი – მთავარი სპეციალისტი; იურიდიული დეპარტამენტი – უფროსი სპეციალისტი); 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან – ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, კერძო სამართლის მიმართულებით; ის არის საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრი 2012 წლიდან (მიმართულება – კერძო სამართალი).

საკონტაქტო ინფორმაცია: udzimistarishvili@newvision.ge